top of page

ჯგუფი მთიელი
ასე რომ გიცქერ
ასე რომ გიცქერ და რომ გიღიმი რად გიკვირს
ლამაზი რომ ხარ ნუ კი ამაყობ ჭირიმე
როცა ჩემთან ხარ ჩემი მგონიხარ და ვხარობ
წახვალ თუ არა დავფიქრდები და ვტირი მე
2x
საით წავიდე რომ შენს სიყვარულს გავექცე
უსიყვარულოდ ვერ მოგშორდები იცოდე
მე კი ასეთი სიყვარულის არა მწამს
მე შენ მიყვარდე და შენ კი სხვაზე ფიქრობდე
რა ვქნა ასეთი სიყვარულისაც არა მწამს
მე შენ მიყვარდე და შენ კი სხვაზე ფიქრობდე
მაშ თუ ჩემი ხარ მოდი და ერთად ვიმღეროთ
ჩვენს სიყვარულში გადაიშლება ვარდები
დრო დაგიდგება მომიგონებ და მინატრებ
ეს მხოლოდ მაშინ როცა მე დაგემალები
2x
ასე რომ გიცქერ და რომ გიღიმი რად გიკვირს
ლამაზი რომ ხარ ნუ კი ამაყობ ჭირიმე
როცა ჩემთან ხარ ჩემი მგონიხარ და ვხარობ
წახვალ თუ არა დავფიქრდები და ვტირი მე
2x .
bottom of page